პროექტი
„ხელსაქმის სკოლა“ 2013 –2014 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განხორციელდა შუაფხოს საჯარო სკოლაში . 2013 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრმა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანი იყო სასკოლო ცხოვრების წახალისება და გამოცოცხლება, სასწავლო პროცესის
სტიმულირება იმ სკოლებში, სადაც ეს პროგრამა მუშაობს. დასკვნით ეტაპზე სამი პროექტი შეირჩა, მათ შორის ერთერთი იყო „ხელსაქმის სკოლა" (ლინკის ქვეშ იხ.პროექტის დოკუმენტაცია).
იდეა
შემთხვევით არ გაჩენილა. ფშავი ეთნოგრაფიულად საინტერესო მხარეა და მისი ტრადიციული
კულტურა დიდი ინტერესის საგანია. „ხელსაქმის
სკოლას“ წინ უძღოდა ჩემი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პედაგოგის–ვალიდა ბაგაურის ერთობლივი სასწავლო პროექტი „ხელმარჯვე ფშავლები და მათემატიკის სამყარო“, რომელიც
2012 წლის ბოლოს გავაკეთეთ და საკმაოდ მრავლფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. გვქონდა სურვილი, რომ პროექტი უფრო მასშტაბური გაგვეხადა. გავაკეთეთ სიტუაციის ანალიზი, რომლის შემდეგაც გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები :
- ადგილზე სხვადასხვა წრეებისა თუ ორგანიზაციების არარსებობის გამო ბავშვები მოკლებულნი არიან დამატებითი განვითარების შესაძლებლობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირერიცხოვანი (ზოგჯერ ერთ ბავშვიანი) კლასების არსებობის შემთხვევაში; საჭიროა ბავშვებში კოლექტიური უნარ–ჩვევების გამომუშავება;
- ტერიტორიული თუ ფინანსური ფაქტორების გამო , ზოგი მოსწავლე ვეღარ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, რჩება გარკვეული პროფესიული ცოდნის გარეშე და ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას;
- სასკოლო ცხოვრებაში თემის მონაწილეობის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი;
- მშობლების ინტერესი სასკოლო ცხოვრების მიმართ საკმაოდ დაბალია; მასწავლებლებს ხშირად თავად უწევთ კარდაკარ სიარული მათთან საკონტაქტოდ თუ სიახლეების გასაცნობად; საჭიროა მათი ჩართვა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთობლივ ღონისძიებებში, რათა გაიზარდოს მათი აქტივობა,
- ტრადიციული ფშაური ხელსაქმე ( ხალიჩა-ფარდაგების ქსოვა ხელნაკეთ დაზგებზე, ნაქსოვის მრავალფეროვანი ორნამენტით შემკობა) დავიწყებას ეძლევა, იკარგება ქართული ტრადიციული კულტურული თავისებურებანი; ახალი თაობა, ხშირად საშუალო ასაკის ადამიანებიც, ცუდად იცნობენ ან საერთოდ არ იცნობენ ტრადიციული წარმოების წესებს;
- თემის კულტურული ღირებულებანი შეიძლება გახდეს საშუალება , დაანახოს საკუთარი მნიშვნელობა გარესამყაროს, თუმცა მას არ შესწევს უნარი მხოლოდ საკუთარი ძალებით გაუწიოს ორგანიზება ამ პროცესს.
გარდა, ამისა თემში ჩატარებული
იქნა გამოკითხვა, რომელმაც დაადასტურა ადამიანების აქტიური ინტერესი ამ საკითხის მიმართ.
პროექტის თეორიული მხარე ვალიდა ბაგაურთან ერთად მომზადდა, შემდეგაც ერთდროულად
ვუძღვებოდით საორგანიზაციო სამუშაოებს. განხორციელების
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პედაგოგები: ნესტანი ხორხომელიძე და თიკო გაბრიაძე, დიდი დახმარება გაგვიწია ინგლისური ენის პედაგოგმა მაიკო კუწაშვილმა. პროექტის მსვლელობაში აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მოსწავლეები, თემი. ხელსაქმის არ წარმოადგენდა ძირითად მიზანს, ის ერთგვარი "იარაღი " იყო, რომელიც გარკვეული შედეგების მიღწევაში უნდა დაგვხმარებოდა.
პროექტი მრავალფეროვანი შედეგის
მომტანი იყო:
პროექტის განხორციელების პროცესში , ბუნებრივია, იყო სირთულეები,მათ შორის გამოვყოფდით კომუნიკაციის პრობლემებს, მობილური კავშირგაბმულობის არარსებობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა მართვის პროცესს. მაგრამ, მთლიანობაში, პროექტი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. დროის არსებულ მონაკვეთში მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯეთ იმისათვის, რომ შესაძლო შედეგი მიგვეღო. შემდგომ ეტაპზე იგეგმება ახალი ღონისძიებების განხორციელება, გვინდა რომ ამ პროექტმა ბავშვებს კიდევ უფრო მეტ ადამიანთან კონტაქტის საშუალება მისცეს , დაეხმაროთ საკუთარი თავის წარმოჩენაში , ახალი მეგობრების შეძენაში და ამ გზით მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გავხადოთ.
- ბავშვებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია თემში, განახორციელეს კვლევა, გაიუმჯობესეს საზოგადოებრივი ურთიერთობებისათვის , პრეზენტაციისათვის საჭირო უნარ–ჩვევები
- სწავლს პროცესი სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა, მცირე დროის მიუხედავად მონაწილეებმა ბევრი სასარგებლო რამ ისწავლეს.
- პროექტმა მშობლებთან და თემის წარმომადგენლებთან უფრო აქტიური კონტაქტის საშუალება მოგვცა. ბევრი გაკეთდა იმისათვის, რათა ადგილობრივ საზოგადოებას დაენახა, რომ სკოლა და თემი ერთი ორგანიზმის ნაწილია და მუდმივი კონტაქტისა და თანამშრომლობის გარეშე არ იქნება პროგრესი.
- გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა ტრადიციული ფშაური კულტურის შესახებ
- თემი დადებითად შეხვდა ფართო საზოგადოების ინტერესს ტრადიციული საქმიანობის მიმართ. პროექტი დაეხმარა მათ იმის გააზრებაში, რომ ტრადიციული კულტურა შეიძლება იყოს საკუთარი თავის წარმოჩენის , თვითრეალიზაციის მექანიზმი
პროექტის განხორციელების პროცესში , ბუნებრივია, იყო სირთულეები,მათ შორის გამოვყოფდით კომუნიკაციის პრობლემებს, მობილური კავშირგაბმულობის არარსებობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა მართვის პროცესს. მაგრამ, მთლიანობაში, პროექტი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. დროის არსებულ მონაკვეთში მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯეთ იმისათვის, რომ შესაძლო შედეგი მიგვეღო. შემდგომ ეტაპზე იგეგმება ახალი ღონისძიებების განხორციელება, გვინდა რომ ამ პროექტმა ბავშვებს კიდევ უფრო მეტ ადამიანთან კონტაქტის საშუალება მისცეს , დაეხმაროთ საკუთარი თავის წარმოჩენაში , ახალი მეგობრების შეძენაში და ამ გზით მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გავხადოთ.
დავით ჩივაძე
პროექტის ხელმძღვანელი