1 ოქტომბერი-16 დეკემბერი
1) 1–7 ოქტომბერი –მოსამზადებელი სამუშაოები
·
მასალებისა
და სამუშაო იარაღების შეძენა
·
სამუშაო
ოთახის მომზადება
·
მოსწავლეებისა
და თემის ინფორმირება მიმდინარე პროცესის შესახებ
2)სასწავლო
პროცესის მიმდინარეობა
სასწავლო
შეხვედრები ჩატარდა შემდეგ პერიოდში:
·
10 ოქტომბერი
·
11 ოქტომბერი
·
16 ოქტომბერი
·
17 ოქტომბერი
·
18 ოქტომბერი
·
23 ოქტომბერი
·
24 ოქტომბერი
·
25 ოქტომბერი
·
30 ოქტომბერი
·
31 ოქტომბერი
·
6 ნოემბერი
·
8 ნოემბერი
·
12 ნოემბერი
·
13 ნოემბერი
·
14 ნოემბერი
·
15 ნოემბერი
·
20 ნოემბერი
·
21 ნოემბერი
·
22 ნოემბერი
·
27 ნოემბერი
·
29 ნოემბერი
·
3 დეკემბერი
·
4 დეკემბერი
·
5 დეკემბერი
·
6 დეკემბერი
·
10 დეკემბერი
·
11 დეკემბერი
·
12 დეკემბერი
·
16 დეკემბერი
მონაწილე მხარეები, სკოლის
პედაგოგები, მშობლები და თემის წარმომადგენლები,
შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.
თემის უხუცესები თანამშრომლობდნენ
სხვადასხვა ფორმით: გვაწვდიდნენ მასალებს, ინფორმაციას და ა. შ.
·
სასწავლო პროცესის მიმდინარეობას უძღვებოდა დაქირავებული
მასწავლებელი (მშობელი).სკოლაში შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, მასწავლებლები
და მშობლები ერთმანეთს უცვლიდნენ ცოდნას.
·
მოსწავლეები აგროვებდნენ თემში მასალებს ტრადიციული
ხელსაქმის ირგვლივ და ემზადებოდნენ პრეზენტაციისათვის
3) ღონისძიებანი:
მოსწავლეები და მასწავლებლები მუდმივად თანამშრომლობდნენ თემთან,
აგროვებდნენ ეთნოგრაფიულად ღირებულ ინფორმაციას ; პედაგოგების დახმარებით მოამზადეს
მცირე ზომის ეთნოგრაფიული შინაარსის სტატიები ( ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე,
მაქსიმალური ასაკი 13 წელი იყო)
3 დეკემბერს გაიმართა პროექტის სასკოლო შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე ბავშვებმა
მოახდინეს მათ მიერ მომზადებული ნაშრომების პრეზენტაცია, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.
ღონისძიების საინტერესო ნაწილი იყო თბილისიდან
მოწვეული სტუმარი, დიდი გამოცდილების და ავტორიტეტის მქონე ხელსაქმის ოსტატი თინა ნაყეური.
მან მოუსმინა ბავშვებს , გაუზიარა მათ თავიანთი
ცოდნა, ჩაატარა მასტერკლასი. საუბარი შეეხო საკითხის ეთნოგრაფიულ მხარეს, ღებვის ტექნოლოგიებს,
საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ჩაცმულობის თავისებურებებს.
07 დეკემბერს ქალბატონ ქალბატონ თინა ნაყეურის მიწვევით პროექტის მონაწილე პედაგოგები დავესწარით შერატონ მეტეხი პალასში გამართულ გამოფენა -გაყიდვას.ღონისძიებამ
შესაძლებლობა მოგვცა შეგვეფასებინა, ტრადიციული ნაწარმიდან რა ტიპის პროდუქციას აქვს
მეტწილად საბაზრო ღირებულება.
11 დეკემბერს შუაფხოს საჯარო სკოლის სამოქალაქო
აზროვნების განვითარების ხელშემწყობ კლუბში გაიმართა დისკუსია ტრადიციული წარმოების
ირგვლივ , დამსწრე საზოგადოებამ იხილა მომზადებული ელექტრონული მასალები მოცემული თემის შესახებ. მსჯელობა შეეხებოდა ტრადიციული წარმოების
მომავალს, საჭირო შრომის სიმძიმეს, ფაბრიკა-ქარხნული წარმოების კონკურენციას (clubi133.blogspot.com)
13 დეკემბერს დუშეთში
გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია ადგილობრივი საზოგადოებისათვის, მოწვეულნი
იყვნენ წარმომადგენლები გამგეობიდან, სკოლებიდან, რესურსცენტრიდან , ჟურნალისტები, პარლამენტის დეპუტატის აპარატის უფროსი და სხვ. ბავშვებმა უჩვენეს მათ თავიანთი ნამუშევრები, მოუთხრეს ფშავის ტრადიციული ყოფის შესახებ. ღონისძიების შემდეგ, შუაფხოს სკოლის
დირექტორმა, პედაგოგებმა, ადგილობრივმა ინტელიგენციამ ისაუბრეს სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, პრობლემატიკაზე, პროექტების
მნიშვნელობაზე სასკოლო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა , ხაზი გაესვა მთის სკოლების ყველაზე მტკივნეულ პრობლემას– ბავშვების სიმცირეს. შეკრებილისაზოგადოები შეხედულებით, აუცილებელია ამ ბავშვების ჩაბმა სხვადასხვა კოლექტიურ ღონისძიებებში, რათა მათ გამოიმუშავონ საჭირო უნარ–ჩვევები და თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. წარდგენილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა, დამსწრეებმა გამოთქვეს თანადგომა პროექტის გასაგრძელებლად საჭირო თანხების მოძიებაში.
მნიშვნელობაზე სასკოლო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა , ხაზი გაესვა მთის სკოლების ყველაზე მტკივნეულ პრობლემას– ბავშვების სიმცირეს. შეკრებილისაზოგადოები შეხედულებით, აუცილებელია ამ ბავშვების ჩაბმა სხვადასხვა კოლექტიურ ღონისძიებებში, რათა მათ გამოიმუშავონ საჭირო უნარ–ჩვევები და თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. წარდგენილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა, დამსწრეებმა გამოთქვეს თანადგომა პროექტის გასაგრძელებლად საჭირო თანხების მოძიებაში.
P.S. 20 დეკემბერს პროექტის შედეგებს გაეცნო საქველმოქმედო
ორგანიზაცია „მამული“. ისინი დაგვპირდნენ , რომ ჩვენთან ითანამშრომლებენ. მათ, სიმბოლურად , პროექტისაგან შეიძინეს გობელენი და ფშაური წინდა. მომავალში ფონდებთან მუშაობა გაგრძელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий